ამის შესახებ სომხური პრესა იუწყება, სოხეთი პრემიერ-მინისტრი კი საკუთარ ფეისბუქზე ველოგარბენში მონაწილეობის ამსახველ ვიდეოებს აქვეყნებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი და ველოგარბენის სხვა მონაწილეები ერევნის რკინიგზის სადგურიდან გაემგზავრნენ სევანში, სადაც ველოგარბენი მოეწყო.

ველოგარბენში ასევე მონაწილეობდნენ საპარლამენტო ფრაქცია „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატები არსენ ტოროსიანი და ჰაიკ სარგსიანი.







სომხეთის პრესა აღნიშნავს, რომ გუშინ პრემიერ-მინისტრის მეუღლე ანა ჰაკობიანი ფესტივალ „ფესტივარის“ ფარგლებში სომხურ-ფრანგულ ჯგუფ „ლადანივას“ კონცერტზე ეღეგნაძორში გაემგზავრა.