ნიდერლანდების მთავრობა აცხადებს, რომ ნატოს ივნისის სამიტის ორგანიზების ღირებულება ბერად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თავდაპირველად ვარაუდობდნენ.
ნატოს სამიტი ჰააგაში 24 და 25 ივნისს გაიმართება. მასში მონაწილეობას 45 ქვეყნის ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ნიდერლანდების მედიის ცნობით, მთავრობა ადასტურებს, რომ ნატოს სამიტის ორგანიზების ღირებულება 183,4 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც გასულ წელს გაკეთებულ 95 მილიონი ევროს საწყისი შეფასებაზე თითქმის ორჯერ მეტია. ღირებულების ზრდა ძირითადად განპირობებულია უსაფრთხოების გაზრდილი მოთხოვნებით, ინფლაციით და მსოფლიო ლიდერებისა და ათასობით დელეგატის მასპინძლობისთვის აუცილებელი ლოგისტიკური მოთხოვნებით.
ღონისძიების დაფინანსებაზე ერთობლივად პასუხისმგებელია ნიდერლანდების ოთხი სამინისტრო. ყველაზე დიდი წილი იუსტიციისა და უსაფრთხოების სამინისტროს აქვს - 81,7 მილიონი ევრო. აქვს. შინაგან საქმეთა და სამეფოს საქმეთა სამინისტრო გამოყოფს 53 მილიონ ევროს, თავდაცვის სამინისტრო 42,6 მილიონ ევროს და ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების სამინისტრო 6,1 მილიონ ევროს.
ადრე გაკეთებული შეფასება დაფუძნებული იყო ჰააგაში 2014 წელს გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ხარჯთაღრიცხვაზე. ოფიციალურ პირთა განცხადებით, უსაფრთხოების მოთხოვნები მნიშვნელოვნად გაიზარდა დასავლეთის ქვეყნებისა და მათი ლიდერების წინაშე მზარდი საფრთხეების გამო. გარდა ამისა, წელს უფრო მეტ სტუმარს დასჭირდება პირადი დამცავი აღჭურვილობა.