ამის შესახებ ნიდერლანდური გამოცემა nltimes-ი წერს.

საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი სააგენტო Kieskompas-ის თანახმად, ნიდერლანდების მოსახლეობის ნახევარზე მეტი მხარს უჭერს დამატებითი ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას.


გამოკითხულთა დაახლოებით 53 პროცენტმა განაცხადა, რომ ქვეყანამ მეტი ატომური ელექტროსადგური უნდა ააშენოს, ხოლო მეოთხედზე ოდნავ ნაკლები ამ იდეის წინააღმდეგია.  

ნიდერლანდებში ამჟამად მხოლოდ ერთი მოქმედი ატომური ელექტროსადგურია, ზელანდიის პროვინცია ბორსელეში. დოდევაარდის ატომური ელექტროსადგური 1997 წელს დაიხურა.

მიუხედავად იმისა, რომ დაგეგმილია რამდენიმე ახალი ახალი ობიექტის მშენებლობა, მკაცრი ნორმატიული ნორმების გამო საჭირო ნებართვების მიღებას წლები შეიძლება დასჭირდეს.