ნიდერლანდების მთავრობამ უკრაინას 2023 წელს, ყოვლისმომცველი დახმარების პირველი პაკეტი გამოუყო, რომლის ღირებულებაც ჯამში 274 მილიონი ევროა. ამის შესახებ ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატაში საგარეო ვაჭრობისა და განვითარების მინისტრმა ლიშე შრეინმაჩერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ვოპკე ჰოექსტრამ ერთობლივად განაცხადეს.
274 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი არის 2.5 მილიარდი ევროს ნაწილი, რომელიც ჰოლანდიის მთავრობამ უკრაინის მხარდასაჭერად 2023 წელს გამოყო.
აქედან 180 მილიონი ევრო განკუთვნილია ჰუმანიტარული დახმარების, სოფლის მეურნეობისა და რეკონსტრუქციისთვის, ხოლო დანარჩენი 94 მილიონი ევრო უკრაინის შეიარაღებული ძალების არალეტალური იარაღით მხარდაჭერისთვის.