უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, ნიდერლანდებმა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარება გამოაცხადა. ამ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა რუბენ ბრეკელმანსმა რამშტაინის შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებს 25 ჯავშანმანქანა YPR-ს დაჭრილების გადასაყვანად.

მინისტრმა ასევე თქვა, რომ ნიდერლანდებმა ჩეხეთთან და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით უკრაინას გადასცა დაპირებული T-72-ის საბრძოლო ტანკები.

ბრეკელმანსმა ცალკე დაადასტურა, რომ უკრაინამ ახლახან მიიღო ჰოლანდიური F-16-ის გამანადგურებლების ახალი პარტია.

"განსაკუთრებით ახლა, როცა უკრაინელები ფრონტის ხაზზე იბრძვიან, ჩვენ მუდმივად უნდა გავაგრძელოთ მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ, მშვიდობა მხოლოდ სამხედრო ძალის დახმარებითაა შესაძლებელი." - აღნიშნა მინისტრმა.

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას გადასცემს მობილურ ლაბორატორია JDEAL-ს, რომელიც შედგება 13 კონტეინერისა და ტექნიკური აღჭურვილობისგან.

ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ნიდერლანდები უკრაინას 10 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას დაჰპირდა, საიდანაც 6 მილიარდის უკრაინამ უკვე მიიღო.