ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 83,3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
ცხრა თვის განმავლობაში მეორედ განიხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ჟურნალისტ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სარჩელი. გასული წლის მაისში, 1996 წელს ნიუ-იორკის უნივერმაღში თავდასხმის და სექსუალური ძალადობის შესახებ კეროლის სარჩელის განხილვის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ტრამპი დამნაშავედ ცნეს და მის სასარგებლოდ სექსუალური ძალადობისთვის ხუთი, ხოლო 2019 წელს გაკეთებული კეროლის შეურაცხმყოფელი და დანაშაულის უარმყოფი საჯარო განცხადებების გამო კი სამი მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.
გუშინ დასრულებულ ნაფიც მსაჯულთა სხვა ჟიურიმ დაადგინა, რომ ტრამპმა კეროლს უნდა გადაუხადოს 18,3 მილიონი დოლარი კომპენსაციის სახით - 11 მილიონი დოლარი რეპუტაციის აღსადგენად კამპანიის დასაფინანსებლად და 7,3 მილიონი დოლარი 2019 წლის საჯარო განცხადებებით გამოწვეული ემოციური ზიანისთვის.
ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ ტრამპმა ასევე უნდა გადაიხადოს 65 მილიონი დოლარი სადამსჯელო ზარალის სახით კეროლის წინააღმდეგ განხორციელებული მავნე ქმედებებისთვის.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ ტრამპმა მავნებლური განცხადებების გამო, საჯარიმო სანქციების სახით 65 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს.
დონალდ ტრამპმა, რომელმაც სასამართლო განაჩენის გამოცხადებამდე დატოვა, განაცხადა, რომ გადაწყვეტილება „აბსოლუტურად უგუნურია".
„სრულიად არ ვეთანხმები ორივე ვერდიქტს და მთელ ამ ჯადოქრებზე ნადირობას, ბაიდენის მიერ ჩემი და რესპუბლიკური პარტიის საწინააღმდეგოდ მიმართულს, გავასაჩივრებ. ჩვენი სამართლებრივი სისტემა უკონტროლო გახდა და გამოიყენება როგორც პოლიტიკური იარაღი. მათ უარყვეს პირველი შესწორების ყველა უფლება. ეს არ არის ამერიკა!" - თქვა ტრამპმა.