პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, რომ პოლონეთი არ იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკებს გადასცემს და ამ კუთხით უფრო ფართო კოალიციის შექმნაზე მუშაობს. ამის შესახებ მატეუშ მორავიეცკიმ Wall Street Journal-ის პუბლიკაციას უპასუხა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პოლონეთი უკრაინისთვის გერმანული წარმოების Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავდა.
"პრეზიდენტ დუდასთან ერთად ჩვეწ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომელიც მიმართული იქნება უფრო ფართო კოალიციის შექმნისკენ, კოალიციის, რომელიც შეძლებდა უკრაინისთვის უფრო მძიმე და თანამედროვე ტექნიკის მიწოდებას. მეტის თქმა არ შემიძლია, მოლაპარაკებები გრძელდება",- განაცხადა მორავიეცკიმ.
პოლონეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი გერმანიის კანცლერთანაც განიხილა - "ვფიქრობ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო მეტს მომდევნო დღეებში გავიგებთ. ჩვენ ჩვენი უფრო მეტი ჩვენი ტანკის გაგზავნას ჯერჯერობით არ ვაპირებთ".