„არსებული ინფორმაციით, კანონმდებლობის ჰარმონიზაციის კუთხით ჩამოვრჩებით როგორც საქართველოს, ასევე უკრაინას. საქართველომ და უკრაინამ ეს პროცესი გაცილებით ადრე დაიწყეს. ამის შესახებ ადგილობრივ მედიას მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ განაცხადა.
"მათ ჰყავდათ მთავრობები, რომლებმაც ევროინტეგრაცია პრიორიტეტად აქციეს. იძულებულები ვართ, დავეწიოთ მათ. დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით ამ ამოცანას შევასრულებთ“, - განაცხადა მოლდოვის პრემიერმა.