შეერთებული შტატების პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა Fox News-ს ინტერვიუ პირველად მისცა. 25-წუთიანი ინტერვიუ მწვავედ წარიმართა - საუბარი შეეხო ტრანსგენდერი პატიმრების, არალეგალური მიგრაციის საკითხებსა და პრეზიდენტ ბაიდენის ფსიქიკურ მდგომარეობას.
ჟურნალისტმა ჰარისს ჰკითხა, გამარჯვების შემთხვევაში, რით იქნება მისი მმართველობა ბაიდენის პრეზიდენტობისგან განსხვავებული.
ვიცე-პრეზიდენტთან ინტერვიუს მიმდინარეობისას, აჩვენეს 12 წლის ტეხასელი გოგონას ემოციური ვიდეო - ბავშვი მოკლულია მიგრანტის მიერ, რომელმაც უკანონოდ გადაკვეთა აშშ-ის საზღვარი, თუმცა, დაკავების შემდეგ, გაათავისუფლეს. ჟურნალისტმა ჰარისს ჰკითხა, მოუხდის თუ არა ბოდიშს ამ და კიდევ არაერთი იმ გოგოს ოჯახს, რომელთა მკვლელობაც, მიგრანტებთან დაკავშირებით, ბაიდენის "ადმინისტრაციის სპეციფიკური პოლიტიკის შედეგია".
"ეჭვგარეშეა, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევებია. ამაზე კითხვაც არ არსებობს", - თქვა ჰარისმა, ხაზი გაუსვა, რომ ადმინისტრაციის პოლიტიკა ამ შემთხვევებთან კავშირში არაა და მოკლულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა კონკურენტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. "საშიში", "აშშ-ის პრეზიდენტობისთვის შეუფერებელი" - ასე მოიხსენია ჰარისმა დონალდ ტრამპი.
თარგმანი: ტვ "რუსთავი 2"