2-3 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ისრაელში ჩავა. 

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ვიზიტის დროს რუბიო ისრაელის მაღალჩინოსნებთან რეგიონული საკითხების ფართო სპექტრს განიხილავს.

„მათ შორის ირანს, ლიბანს და პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას ღაზის სექტორისთვის 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.