NATO-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, უკრაინა NATO-ს 33-ე ან 34-ე წევრი იქნება, თუმცა ზუსტად არ იცის, როდის შეუერთდება უკრაინა სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს.
"შესაძლოა, მათ წინ სხვა ვინმე აღმოჩნდეს, მაგრამ უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი იქნება. ეს არის ის, რაც გადავწყვიტეთ ვაშინგტონის სამიტზე. მიმდინარეობს მუშაობა ალიანსში უკრაინის გაწევრიანებისთვის ხიდის გასაკეთებლად. ამიტომ, თუ არის კონკრეტული შეკითხვა "როდის?", ახლა, ამ მომენტში ვერ გიპასუხებთ. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ამ მიმართულებით, რომ ფაქტობრივად ისინი ერთ დღეს გახდნენ NATO-ს წევრი", – განაცხადა მარკ რუტემ.