NATO-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსი მზადაა, ნებისმიერ საფრთხეს გაუმკლავდეს.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის მისი გზავნილი იქნება ის, რომ ალიანსი ყველაფერს გააკეთებს, რათა კრემლის ლიდერმა მიზნებს ვერ მიაღწიოს.
„გზავნილი არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ის თავისას ვერ მიაღწევს და უკრაინა გაიმარჯვებს“, - განაცხადა მან.
რუტემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ NATO თავდაცვითი ალიანსია და არა თავდასხმითი.
"ალიანსის ტერიტორიის მიღმა მდებარე რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილის ხელში ჩაგდებით დაინტერესებული არ ვართ. ეს დემოკრატიული ალიანსი, მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსია, რომელიც 1 მილიარდ ადამიანს ემსახურება".