NATO-ს ახალი გეენერალური მდივნის თქმით, მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა მისი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
"ჩემი მანდატის დასაწყისში უკრაინაში ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, რათა ნათლად მეჩვენებინა, როგორც თქვენთვის, უკრაინელი ხალხისთვის, ისე ყველასთვის, რომ NATO უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის გამარჯვების უზრუნველყოფა, როგორც NATO-ს გენერალურ მდივანს, ჩემს პრიორიტეტად მიმაჩნია“, - განაცხადა მარკ რუტემ.
NATO-ს ახალი გენერალური მდივანი მარკ რუტე უკრაინაში დღეს ჩავიდა.
ეს NATO-ს გენერალური მდივნის რანგში მარკ რუტეს უკრაინაში პირველი ვიზიტია.