შეგვიძლია საათობით ვიკამათოთ წარსულზე, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია ომის დასრულება, - ამის შესახებ თეთრ სახლში გამართული ბრიფინგის შემდეგ, მაიკ უოლცმა ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.
თეთრი სახლის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჟურნალისტმა ჰკითხა, მიიჩნევს თუ არა დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს დიქტატორად და სურს თუ არა ვოლოდიმირ ზელენსკის წასვლა უკრაინის პრეზიდენტის თანამდებობიდან.
"ახლა პრეზიდენტი ტრამპი რა თქმა უნდა იმედგაცრუებულია ზელენსკით. საქმე ისაა, რომ ის დღემდე არ მიუჯდა მოლაპარაკებების მაგიდას, არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომელიც შესთავაზეს. ვფიქრობ საბოლოოდ ის მაინც დათანხმდება, იმედი მაქვს, ეს მალე მოხდება.
პრეზიდენტმა ტრამპი კონცენტრირებულია საბრძოლო მოქმედებების სწრაფ დასრულებაზე. შეგვიძლია საათობით ვიკამათოთ წარსულზე, მაგრამ ახლა მთავარია დავასრულოთ ომი და ვიპოვოთ გზა მშვიდობისკენ". – თქვა უოლცმა.