ბელარუსის დიქტატორის თქმით, რუსეთის ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების გადაადგილება ბელარუსის ტერიტორიაზე უკვე დაიწყო. ამის შესახებ ალექსანდრ ლუკაშენკომ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სხდომაზე კრემლში განაცხადა.
"საჭირო იყო საწყობების და სხვა დეტალების მომზადება. ჩვენ ეს ყველაფერი გავაკეთეთ. აქედან გამომდინარე ბირთვული შეიარაღების გადაადგილება უკვე დაწყებულია",- განაცხადა ლუკაშენკომ.