ლონდონის „ჰითროუს“ აეროპორტი ფრენებს და სრულად ფუნქციონირებას 22 მარტიდან განაახლებს.
აეროპორტის ადმინისტრაცია მგზავრებს მოუწოდებს, აეროპორტში გამოცხადდნენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიისგან რეისის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას მიიღებენ. რამდენიმე რეისის განხორციელება დღეს საღამოსაც იგეგმება.
აეროპორტის ფუნქციონირება მის სიახლოვეს ელექტროსადგურზე გაჩენილი ხანძრის შედეგად შეწყდა. მასშტაბური ხანძრის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა აეროპორტს. ტერიტორიიდან კი, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
თარგმანი: პირველი არხი