მთელი ლიბანის ტერიტორიაზე მოკლულია 8 და დაჭრილია 2 800 ადამიანი, მას შემდეგ რაც ჰებზოლას წევრების პეიჯერები მასობრივად აფეთქდა.
შემთხვევა ისრაელსა და ჰებზოლას შორის გასულ კვირებში კონფლიქტის მორიგი ესკალაციის ფონზე მოხდა - დასავლური მედიის ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ დიდი ომის დაწყების რისკი მაღალია.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ეჭვები ისრაელის სპეცსამსახურების განსაკუთრებით პოპულარულია. ლიბანის მთავრობაში ამბობენ, რომ მომხდარის უკან ისრაელის ხელს ხედავენ.
შემთხვევიდან ცოტა ხანში ისრაელის პრემიერის ბიბი ნეთანიაჰუს ერთ-ერთმა თანაშემწე სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) გამოაქვეყნა და მოგვიანებით წაშალა პოსტი, რომელიც აფეთქებებში ისრაელის მონაწილეობაზე მიანიშნებდა.
ჰებზოლას ცნობით, აფეთქდა პეიჯერები, რომლებსაც დაჯგუფების სხვადასხვა რანგის მეთაურები იყენებდნენ იმ დროს როდესაც ისინი სამხედრო დაწესებულებებში იმყოფებოდნენ.
ადგილობრივი წყაროების ცნობით, ჰებზოლას წევრები, მათ შორის გავლენიანი სამხედრო მეთაურები აქტიურად იყენებენ პეიჯერებს ერთმანეთთან კომუნიკაციისთვის.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სერიოზული ჭრილობები 200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო - Reuters-ის ცნობით, დაჭრილია დაჯგუფების ასობით მებრძოლი. მსუბუქად დაჭრილებს შორის აღმოჩნდა ირანის ელჩი ლიბანში.
ჰეზბოლასთან დაკავშირებული მედიების ცნობით, აფეთქბები ერთდროულად ქვეყნის რამდენიმე რეგიონში მოხდა. გასულ თვეებში დაჯგუფების ლიდერმა, ჰასან ნასრალამ ორგანიზაციის წევრებს მოუწოდა უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე არ გამოიყენონ მობილური ტელეფონი და პეიჯერები.
გამოცემა Axios-ის ცნობით, გასული 48 საათის განმავლობაში თითქმის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს კონსულტაციები სხვადასხვა უწყებებს შორის.