ისრაელის პრესა „ჰეზბოლას" მიერ დრონებით ნეთანიაჰუს სახლზე იერიშის მიტანის შესახებ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შაბათს დილით ლიბანიდან გაშვებული დრონის სამიზნე იყო პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლი ზღვისპირა ქალაქ კესარიაში.
ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ დიდი აფეთქების წინ ზუზუნის ხმა გაიგეს, მაგრამ გამაფრთხილებელი სირენები არ ჩართულა.
ნეთანიაჰუს ოფისმა მოკლე განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ დრონმა დაარტყა შენობას ქალაქში, რომელიც ცნობილია მდიდრული ვილებით და რომაული ნაგებობების ნანგრევებითა და ამფითეატრით.
ჯერჯერობით უცნობია, დაზიანდა თუ არა სახლი.
ისრაელის სამხედროების თქმით, დრონი ერთ-ერთი იყო ლიბანიდან გაშვებული სამიდან, ხოლო დანარჩენი ორი ჩამოაგდეს და იძიებენ ინციდენტს, რომელიც, როგორც ჩანს, დაკავშირებულია ისრაელის გამაფრთხილებელ სისტემაში არსებულ ხარვეზთან.
მომხდარიდან მცირე ხნის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს:
„იცით, ორი დღის წინ მასობრივი მკვლელი იაჰია სინვარი იქნა ლიკვიდირებული და როგორც ვთქვი, ჩვენ ვაწარმოებთ ეგზისტენციალურ ომს და ჩვენ მას ბოლომდე გავაგრძელებთ.
და კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა: მე ვამაყობ ჩვენი ჯარისკაცებით, მე ვამაყობ ჩვენი მეთაურებით და ვამაყობ თქვენით, ისრაელის მოქალაქეებით".
🚨Netanyahu's response to the drone attack that hit his private residence earlier today: pic.twitter.com/dCm2uJuFMT
— Barak Ravid (@BarakRavid) October 19, 2024