რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ აშშ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს.
"რაც ხდება, არის ის, რომ უკრაინას მრავალი წელია ამზადებენ, რათა საკუთარი ხელებითა და სხეულით იბრძოლოს იმისთვის, რომ რუსეთს სტრატეგიული მარცხი მიაყენოს. რაც არ უნდა თქვან, ისინი აწარმოებენ ამ ომს, ამარაგებენ იარაღით, საბრძოლო მასალით, დაზვერვით, სატელიტური მონაცემებით - ისინი აწარმოებენ ომს ჩვენ წინააღმდეგ". - თქვა ლავროვმა.
ასე გამოეხმაურა ლავროვი ვაშინგტონის შესაძლო გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების მიწოდების შესახებ.