"არჩევნები, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განახორციელეს და OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ჩაითვალოს არც თავისუფლად და არც დემოკრატიულად", - ლატვიის საგარეო უწყება საქართველოში 4 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებს ეხმაურება.
X-ზე გავრცელებულ განცხადებაში ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ყველა უკანონოდ დაკავებული გაათავისუფლოს.
"არჩევნები, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განახორციელეს და OSCE/ODIHR-ის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია არ იყო უზრუნველყოფილი, არ შეიძლება ჩაითვალოს არც თავისუფლად და არც დემოკრატიულად.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული.
მოგიწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ და მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან", - წერს ლატვიის საგარეო უწყება X-ზე.
Elections in which opposition leaders have been detained, independent media and civil society have been persecuted, and no OSCE/ODIHR international observation ensured can neither be called free nor democratic.
— Latvian MFA 🇱🇻 | #StandWithUkraine 🇺🇦 (@Latvian_MFA) October 6, 2025
Georgian authorities have to free all those arbitrarily detained.… https://t.co/FNoREUqq6U