ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი Twitter-ზე წერს.
"ჩვენ ვხედავთ ქართველებს, რომლებიც იბრძვიან დემოკრატიის გზაზე დარჩენისთვის - მათ იციან სამოქალაქო საზოგადოების დაცვის სასიცოცხლო მნიშვნელობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაიწვიონ კანონპროექტები მათი განცხადების შესაბამისად, დაუბრუნდნენ ინკლუზიური და კონსტრუქციული გზით ევროკავშირთან დაკავშირებული რეფორმების განხილვას", - წერს ლანდსბერგისი.