"არა რუსულ კანონს" საპროტესტო აქციის ორგანიზატორები  აქციებს არ შეწყვეტენ, სანამ ქართული ოცნება პროცედურულად არ გამოიხმობს ე.წ. აგენტების შესახებ კანონს.  აქცია 19:00 საათზე გამართება

ასევე, აქციის ორგანიზატორების მოთხოვნაა, გათავისუფლდეს ყველა ის პირი, რომელიც საპროტესტო აქციაზე დააკავეს

"დღეს აუცილებლად იქნება აქცია, რომელსაც არ გვაქვს ნდობა ქართული ოცნებასთან, მოვითხოვთ ორივე პუნქტის  შესრულებას . ერთის მხრივ გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი და მეორე მხრივ, ის ადამიანები რომლებიც ჩვენს გვერდზე იდგნენ, არიან დაჭერილები. სანამ ეს ადამიანები არ გათავისუფლდებიან, არ იქნებიან თავისუფლები, ქართულ ოცნებას არ ეგონოს საქმე აქვს მარტივად." - განაცხადა ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს დეპუტატმა, "გირჩი - მეტი თავისუფლების " წევრმა ცოტნე კობერიძემ. 

"დროას" წარმომადგენელი გიგა ლემონჯავა აცხადებს, რომ წინააღმდეგობრივი აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ "ოცნება" კენჭისყრაზე არ დააყენებს კანონპროექტს და არ ჩააგდებს.

"საქართველოს პარლამენტი არ იცნობს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გახმობის სამართლებრივ პროცედურას. ერთადერთი, რომ ქართულმა ოცნებამ უარი თქვას ამ რუსულ კანონზე არის ის, რომ  გამოიხმონ ვენეციის კომისიაში გაგზავნილი ორივე ვერსია, დააყენონ კენჭისყრაზე ორივე კანონი  და ჩააგდონ, სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ ვაგრძელებთ წინააღმდეგობას".

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია: ყოველგვარი დათქმის გარეშე გადავწყვიტეთ გავიწვიოთ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი