აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, უკრაინისა და რუსეთის დანაკარგებმა ომში დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობით უკვე გადააჭარბა მეორე მსოფლიო ომში დანაკარგებს.

კელოგის თქმით, ეს უნდა შეჩერდეს.

„პრეზიდენტი ტრამპი მართალია, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს მკვლელობები. ციფრებს როდესაც უყურებთ, ეს მასობრივი მკვლელობებია. ორივე მხარის დანაკარგები უკვე 1,2 მილიონს შეადგენს. ეს უბრალოდ საშინელებაა და მეორე მსოფლიო ომში დანაკარგებს აღემატება“, – განაცხადა კელოგმა.

 თარგმანი: პირველი არხი