უკრაინაში ძალების განლაგებაზე ბრიტანელებს, ფრანგებს, გერმანელებს ველაპარაკებით, - ამის შესახებ უკრაინაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა განაცხადა.

"პირველი, რისი მიღწევაც გვინდა, ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაა - ჰაერში, ზღვაზე, ხმელეთსა და ინფრასტრუქტურაზე და აქედან მაგალითად ტერიტორიაზე გადადიხარ. ხუთი ძირითადი ოლქია: ლუგანსკი ჩრდილოეთში, დონეცკი, ზაპოროჟიე, ხერსონი და ყირიმი, და დისკუსია იმაზეა, თუ როგორ გამოიყურება ეს.

ტერიტორიაზე ჩვენ ვამბობთ, რომ “ადგილზე გაყინეთ”. თუ იმ მიწაზე ხარ, რომელსაც აკონტროლებ, რადგან მისთვის იბრძოლე, მაშინ მოლაპარაკებებს ფაქტობრივად აქედან დავიწყებთ. ეს მნიშვნელოვანი იქნება; ჩვენ ვსაუბრობთ ზაპოროჟიეზე, ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ევროპაში სიდიდით მესამე ადგილზეა; ვსაუბრობთ, ვინ გააკონტროლებს მას. ჩვენ განმეორებით ვამბობთ, რომ ამ ელექტროსადგურის გახსნაში დახმარებას გავუწევთ, ამას დიდი დრო დასჭირდება, რათა ამოქმედდეს ის და ელექტროენერგია მიაწოდოს მთელ რეგიონს;

ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვების სახლში დაბრუნებაზე. ეს საკითხი, ბავშვების სახლში დაბრუნების შესახებ,  ზელენსკისთან პრეზიდენტმა ტრამპმა წამოსწია. 20 000-30 000 დაკარგულია. პრეზიდენტი ზელენსკიც კი ამბობს, რომ ზოგიერთის დაბრუნება შეიძლება ვერ მოხერხდეს. იმედია, მათაც დავაბრუნებთ;

საუბარია NATO-ზეც, NATO-ს ჩართულობაზე, როგორ გამოიყურება NATO. შეიძლება არ მოგვწონდეს ამის თქმა უკრაინისთვის, მაგრამ ეს შეიძლება ახლო მომავალში ვერ მოხდეს. მომავალში შეიძლება, მაგრამ ახლა - არა. და შემდეგ ჩვენ ვსაუბრობთ "მდგრადობის ძალებზე". ეს არის ძალები, რასაც E3-ს ეძახიან, მაგრამ ახლა ეს უკვე E4-ია. ჩვენ ვესაუბრებით ბრიტანელებს, ფრანგებს, ასევე გერმანელებსა და ახლა უკვე პოლონელებსაც, რომ მდინარე დნეპრის დასავლეთით ძალები ჰყავდეთ, რაც ნიშნავს, რომ კონტაქტის ზონის მიღმა იქნება და აღმოსავლეთით სამშვიდობო ძალები გყავდეს და როგორი იქნება ეს, მესამე მხარის ჩართულობით, რათა ცეცხლის შეწყვეტის რეალური მონიტორინგი შეძლო", - განაცხადა კიტ კელოგმა.