თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ ამერიკელი ოფიციალური პირები დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს "ყოველ ორ-სამ კვირაში" გამართავენ. ამის შესახებ ლევიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ცნობისთვის, 14 იანვარს, თეთრ სახლში ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით "ფუნდამენტური უთანხმოება" კვლავ არსებობს, თუმცა ორივე მხარე მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

"ამ შეხვედრაზე ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შეექმნათ პირებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი, რომელიც გააგრძელებს ტექნიკურ მოლაპარაკებებს.

მითხრეს, რომ ეს მოლაპარაკებები ორ-სამ კვირაში ერთხელ გაიმართება", - თქვა ლევიტმა.