კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ ოტავაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას სურს დარჩეს თანამდებობაზე მხოლოდ მანამ, სანამ არ გამოვლინდება მემკვიდრე.
ტრიუდო პრემიერ-მინისტრის პოსტს მას შემდეგ დატოვებს, რაც ლიბერალური პარტია ახალ ლიდერს აირჩევს.
მისი თქმით, წუხელ მან ლიბერალური პარტიის პრეზიდენტს პროცესის დაწყება სთხოვა.
მომავალ არჩევნებზე ეს ქვეყანა იმსახურებს რეალურ არჩევანს და ჩემთვის ცხადი გახდა, რომ თუ შიდა ბრძოლები მომიწია, ამ არჩევნებზე საუკეთესო ვარიანტი არ ვიქნები.
ტრიუდო ამბობს, რომ მისი ყოფილი ვიცე-პრემიერი კრისტია ფრილენდი მის გვერდით იყო თითქმის 10 წლის განმავლობაში და იყო „წარმოუდგენელი" პოლიტიკური პარტნიორი.
მისი თქმით, იგი იმედოვნებდა, რომ ფრილენდი გააგრძელებდა მუშაობას, „მაგრამ მან სხვაგვარად გადაწყვიტა".
ხოლო „რაც შეეხება რეალურად მომხდარს, მე არ მივეკუთვნები მათ, ვინც პირადი საუბრების შესახებ სხვა უყვება“, - დასძინა მან.
კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მან დღეს ამ განცხადების გაკეთება, ტრიუდომ თქვა, რომ ის „არ არის ის ადამიანი, ვინც ბრძოლაში ადვილად იხევს უკან, მაგრამ მას „ყოველთვის ამოძრავებდა კანადის სიყვარული".