ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა კაია კალასმა თანამდებობა დატოვა. მანამდე იგი ევროკავშირში საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს.
კალასი "პოსტს" 2021 წლიდან იკავებდა.
ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, იგი დარჩება მოვალეობის შემსრულებლად, სანამ ახალი კოალიცია არ შეიქმნება.
კალასის პარტია ახალ ლიდერს 8 სექტემბერს აირჩევს. ახალ პრემიერად კლიმატის მინისტრი - კრისტენ მიხალი განიხილება. რეფორმის პარტია მოლაპარაკებებს აწარმოებს მინისტრთა კაბინეტის კონფიგურაციის საკითხზე მის კოალიციურ პარტნიორებთან - "ლიბერალური ესტონეთი 200-სთან" და სოციალ-დემოკრატებთან.