ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ თუ ევროპელებს სურთ უკრაინის გამარჯვება, ქვეყანას უფრო მეტი დახმარება უფრო სწრაფად უნდა გაუწიონ. ამის შესახებ მან ესპანურ გამოცემა El País-თან ინტერვიუში განაცხადა.
"უკრაინის ომის შედეგი, შეიძლება, უახლოეს თვეებში გადაწყდეს, დასავლეთმა კიევისთვის დახმარება უნდა გააძლიეროს. დროა, ევროპა გამოფხიზლდეს და გააცნობიეროს, თუ რა საშიშ სამყაროში არსებობს", – განაცხადა ბორელმა.
მან ასევე მოუწოდა ევროპელებს, გააუმჯობესონ საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა „ნებისმიერი სცენარისთვის“ მზად იყვნენ.