მოვუწოდებ ხელისუფლებას, მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყონ. ძალის გამოყენება აქციის ჩასახშობად მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი X-ზე წერს.

"მკაცრად ვგმობ საქართველოში ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიანად აპროტესტებდნენ უცხოური გავლენების კანონს. საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა, მოვუწოდებ ხელისუფლებას მშვიდობიანი შეკრების უფლება უზრუნველყონ. ძალის გამოყენება აქციის ჩასახშობად მიუღებელია", - წერს ბორელი.