ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ იოავ გალანტის და „ჰამასის“ ლიდერის, მუჰამედ დეიფის დაკავების ორდერის გაცემასთან დაკავშირებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ფართო გამოხმაურება პოვა მთელ მსოფლიოში.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის" თანახმად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაპატიმრების ორდერი არ არის პოლიტიკური და სასამართლოს გადაწყვეტილება პატივი უნდა სცენ და განხორციელდეს.
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა კი თქვა, რომ ნიდერლანდების საინფორმაციო სააგენტო ANP-ზე განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის შესატყვისად მოქმედებისთვის, - წერს „როიტერი" ნიდერლანდების საინფორმაციო სააგენტო ANP-ზე დაყრდნობით.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ორდერზე საფრანგეთის რეაქცია ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ღაზას სექტორში ომის დანაშაულების ბრალდებით პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტის დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ, ისრაელის სამთავრობო მინისტრების და პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერების მძაფრი კრიტიკა მოჰყვა და მას ძალზე ნეგატიურად გამოეხმაურა აგრეთვე ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ლინდსი გრემი.