ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის ნამდვილი დილემაა", – განუცხადა მან ჟურნალისტებს ახალ ორლეანში.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, "ამერიკულ მხარეს პირდაპირი და მუდმივი კონტაქტი აქვს უკრაინელებთან და სანამ მოვლენები ვითარდება, სხვას ვერაფერს იტყვის".