მეორე მსოფლიო ომის დროს ნორმანდიაში დესანტის გადასხმის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ნატო არ მიატოვებენ უკრაინას.
უკრაინა რუსეთთან ომის მდგომარეობაშია. მისი დაპყრობა სურს „ტირანს, რომელიც მიდრეკილია გაბატონებისკენ". დემოკრატია ახლა უფრო დიდი რისკის ქვეშაა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ნებისმიერ პერიოდში, - თქვა ბაიდენმა.
„არ შეცდეთ, ჩვენ ქედს არ მოვიხრით. ჩვენ არ შეგვიძლია დავნებდეთ ხულიგნებს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, თავისუფლება დაითრგუნება, მთელი ევროპა საფრთხის ქვეშ დადგება“, - განაცხადა ბაიდენმა ნორმანდიაში დესანტის გადასხმის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე.