იმედია, რუსები გამოფხიზლდებიან და ბრძოლის ველზე რეალობას დაინახავენ, - ამის შესახებ აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"რუსები უნდა გამოფხიზლდნენ და რეალობა მიიღონ. ბევრი ადამიანი იღუპება, ამის შედეგად კი ბევრს ვერაფერს მიაღწიეს. კიდევ რამდენი ადამიანის დაკარგვისთვის არიან მზად? კიდევ რამდენი ადამიანის მოკვლისთვის არიან მზად ველზე ძალიან მცირედი, ან საერთოდ ვერავითარი, წინსვლისთვის? ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობის მიღწევისთვის მუშაობას და იმედია, რუსები გამოფხიზლდებიან და ბრძოლის ველზე რეალობას დაინახავენ.
ჩემი აზრით, ველზე რეალობა შეიცვალა, სადაც რუსები ბევრ ადამიანს კლავენ და ბევრ ადამიანს კარგავენ, შედეგად კი ბევრს ვერაფერს მიაღწიეს. ჩვენ მშვიდობისადმი ერთგულები ვართ, მაგრამ ამისთვის ორი მხარეა საჭირო. სამწუხაროდ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში ვიხილეთ არის ის, რომ რუსები უარს ამბობენ ნებისმიერ ორმხრივ შეხვედრაზე უკრაინელებთან, უარს ამბობენ სამმხრივ შეხვედრაზე, სადაც პრეზიდენტი ან ადმინისტრაციის სხვა წევრი შეძლებდა რუსებთან და უკრაინელებთან ერთად შეხვედრას", - განაცხადა ჯეი დი ვენსმა.