ასეთი განცხადება აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციაზე გამოსვლის დროს გააკეთა.

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯ.დ. ვენსმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ  ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდი საშიშროებას ქმნის  არ არის სამხედრო აგრესია რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან, არამედ სიტყვის თავისუფლების დათრგუნვა, მათ შორის ულტრამემარჯვენე პარტიების მთავრობებისგან თავის დაღწევის მცდელობები. 

ვენსის თქმით, ე.წ. „დეზინფორმაციის“ და სხვა შინაარსის შეზღუდვის მცდელობები სოციალურ მედიაში, ამომრჩეველთა ნების გამომხატველ ულტრამემარჯვენე პარტიებთან თანამშრომლობაზე უარი, ევროპელი ჩინოვნიკების უცერემონიო განცხადებები რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - აჩვენებს კონტინენტის წარუმატებლობას დემოკრატიული იდეალებისადმი სწრაფვაში.  

მან უარყო ყოველგვარი კრიტიკა ილონ მასკის სავარაუდო ჩარევის შესახებ ევროპულ არჩევნებში და თქვა: „თუ ამერიკულ დემოკრატიას შეუძლია 10 წელი აიტანოს გრეტა თუნბერგის თავდასხმები, მაშინ თქვენ, ბიჭებო, შეძლებთ აიტანოთ ილონ მასკის რამდენიმე თვე“.