აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Tomahawk-ის რაკეტების შესაძლო მიწოდების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვენსის თქმით, უკრაინისთვის Tomahawk -ის მიწოდება "ის საკითხია, რომელზედაც საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს".

"პრეზიდენტი გააკეთებს იმას, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში შედის. ეს არის მისი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის გადაწყვეტილებების მამოძრავებელი ძალა", - აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სწორედ ამ წუთისთვის ამ საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.