იტალიაში 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მოქალაქეებმა გაფიცვით გააპროტესტეს.

. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ბიუჯეტი უფრო მეტად მიმართული იქნება თავდაცვის სფეროს დაფინანსებისკენ. პროფკავშირები კი მთავრობას მოუწოდებენ, მეტი ინვესტიცია ჩაიდოს ჯანდაცვასა და განათლებაში, ასევე მიღებული იყოს ზომები ხელფასებისა და პენსიების გასაზრდელად.

იტალიის უმსხვილესი პროფკავშირის, CGIL-ის შეფასებით, გაფიცვაში საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომელთა დაახლოებით 61% მონაწილეობდა. მათივე განცხადებით, გაფიცვამ აჩვენა, რომ საჭიროა ცვლილებები.

დემონსტრანტების თქმით, ახალი ბიუჯეტი „აუარესებს ადამიანების ცხოვრებისა და სამუშაო პირობებს“. მთავრობა კი აცხადებს, რომ ბიუჯეტი ამცირებს გადასახადებს საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებისთვის.