ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ყოველდღიური ანგარიშის მიხედვით, უკრაინამ ცოცხალი ძალის შევსების პრობლემის გადაჭრა მოახერხა, თუმცა, ახალი ბრიგადების ფორმირებისთვის არასაკმარისი შეიარაღება და აღჭურვილობა აქვს.

გამოცემის თანახმად, უკრაინულ არმიაში პირადი შემადგენლობის დანაკლისის კუთხით ვითარება გაუმჯობესდა, რაზედაც, პრეზიდენტმა ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში აღნიშნა და, ასევე, ჩასივ-იართან მებრძოლი ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურიც საუბრობს. 

დასავლური იარაღის დროული და შესაბამისი დახმარება რჩება გადამწყვეტი ფაქტორი იმისა, თუ როდის და რა მასშტაბით შეძლებს უკრაინა ბრძოლის ველზე ინიციატივის ხელში ჩაგდებას, რაც საშუალებას მისცემს ჩაატაროს ოპერატიული მნიშვნელობის კონტრშეტევა, აღნიშნავენ გამოცემაში.