აშშ-ში ისრაელის საელჩოს ინფორმაციით,ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 008-ს მიაღწია, დაშავებულია 3 1418 ადამიანი.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა "ჰამასის" წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.