„მიუღებელია გაეროში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებასთან დაკავშირებით შეხვედრის ინიციირება, მით უმეტეს, რომ ამას თითოეული ისრაელელი ეწინააღმდეგება." - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ისრაელში მაიკ ჰაკაბიმ განაცხადა. 

"7 ოქტომბრის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, თუ საფრანგეთს მართლა სურს პალესტინის სახელმწიფოს შექმნა, მე მათთვის წინადადება მაქვს. ჩამოჭერით ფრანგული რივიერის ნაწილი და იქ შექმენით პალესტინის სახელმწიფო. მათ შეუძლიათ ეს გააკეთონ. მაგრამ არ შეუძლიათ ასეთი ზეწოლის განხორციელება სუვერენულ ქვეყანაზე. მე მაშფოთებს, რომ ჰგონიათ, ვითომ ამის უფლება აქვთ. ვიმედოვნებ, გადაიფიქრებენ“, - აცხადებს ჰაკაბი.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმი ისრაელში მაიკ ჰაკაბი პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.