ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, იქმნება ახალი ჯგუფი, რომელიც დაეხმარება იმ პალესტინელებს, რომლებსაც ნებაყოფლობით სურთ ღაზის სექტორის დატოვება და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა.
ჯგუფში იქნებიან სხვადასხვა სამინისტროებისა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
რამდენიმე კვირის წინ კაცმა დაავალა ისრაელის თავდაცვის ძალებს, შეიმუშაონ გეგმა პალესტინელების მიერ ღაზის დასატოვებლად და აღნიშნა, რომ მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას, რომ ღაზის მცხოვრებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიგრაციის საშუალება მიეცეთ.