ისრაელსა და ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 9 405–მდე გაიზარდა. კერძოდ, ისრაელის არმიისა და ჯანდაცვის სამინისტროს 30 ოქტომბრის მონაცემებით, "ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულია 1400 ადამიანი.
დაჭრილია რაოდენობა 4 000–ზე მეტი პირი. ისრაელში დაღუპულთა შორის არიან ამერიკის, ევროპის და აზიის ქვეყნების მოქალაქეები. ისრაელის არმიის ცნობით, "ჰამასს" 200–ე მეტი ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს 30 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად, 7 ოქტომბრიდან დღემდე დაღუპულია 8005 და დაჭრილია 18 000–ზე მეტი ადამიანი.