არაბულ შეტყობინებაში ისრაელის თავდაცვის ძალები ეუბნებიან ჩრდილოეთ ღაზას სექტორის მცხოვრებლებს, რომ ისინი უნდა გადავიდნენ ანკლავის სამხრეთ ნაწილში ევაკუაციის დერეფნების გამოყენებით დილის 10 საათიდან საღამოს 4 საათამდე.
"თუ თქვენ საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებზე ზრუნავთ, წადით სამხრეთის მიმართულებით, ინსტრუქციის მიხედვით. დარწმუნებულნი იყავით, რომ "ჰამასის" ლიდერებმა უკვე იზრუნეს საკუთარ თავებზე და საჰაერო თავდასხმებს ემალებოდნენ," - მოუწოდებს IDF ღაზის მოსახლეობას და აღნიშნულ ინფორმაციას X-ზე არაბულად აქვეყნებს.
შეტყობინებაში მითითებულია, რომ IDF შეიძლება მზად იყოს სახმელეთო შემოჭრისთვის ერთი კვირის საჰაერო დაბომბვის შემდეგ, გასულ შაბათს ჰამასის მასიური თავდასხმის საპასუხოდ. ჰამასის ტერორისტებმა 1300 ადამიანი მოკლეს, მათი დიდი უმრავლესობა მშვიდობიანი იყო.
#عاجل 🔴بيان مهم لسكان مدينة غزة🔴 ناشدناكم في الأيام الاخيرة مغادرة مدينة غزة إلى جنوب وادي غزة بهدف الحفاظ على سلامتكم. أود إبلاغكم بأن جيش الدفاع الإسرائيلي سيسمح بالتحرّك على الشوارع المُشار إليها دون أي اذًى بين الساعات 10:00- 16:00. من أجل سلامتكم، استغلوا الوقت القريب من… pic.twitter.com/zNSq1hnLQY
— افيخاي ادرعي (@AvichayAdraee) October 14, 2023