დღეს, გამთენიისას, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ წამოიწყო სამხედრო ოპერაცია, რომელიც მიხნად ისახავს ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურისთვის, ბალისტიკური რაკეტების ქარხნებისთვის და სხვა სამხედრო ობიექტებისთვის მაქსიმალური ზიანის მიყენებას.
ინფორმაციამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამხედრო პოტენციალის მქონე ქვეყნებს შორის ღია დაპირისპირების და საშიშროებამ რეგიონალური კონფლიქტის საერთაშორისოში გადაზრდის შესახებ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის შეშფოთება გამოიწვია.
შეერთებულმა შტატებმა უარყო ირანის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმაში მისი რაიმე ფორმით მონაწილეობა. ამასთან, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რა თქმა უნდა, უჭერს მხარს ისრაელს და თანაც „ისე, როგორც არასდროს არავინ უჭერდა მხარს“.
ინგლისის, საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა დილით გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში დაადასტურეს დაადასტურეს ისრაელის თავდაცვის უფლება, თუმცა აღნიშნეს წინსვლის გზა პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტაა და არა სამხედრო მოქმედებები.
რუსეთმა და ჩინეთმა ირანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ნებისმიერი თავდასხმის მიმართ წინააღმდეგობის შესახებ განაცხადეს და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმა დაგმეს.
საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან ირანის ისრაელზე თავდასხმა, რუსეთის გარდა, თურქეთმა და სომხეთმაც დაგმეს, აზერბაიჯანმა კი უფრო თავშეკავებული პოზიცია დაიკავა.
„მკაცრად ვგმობთ სიტუაციის ესკალაციას და მოვუწოდებთ მხარეებს, არსებული უთანხმოებები მოაგვარონ მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად, დიალოგისა და დიპლომატიის გზით“ , - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ირანზე ისრაელის სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია.