ჩვენ დავიკავებთ ღაზას და მას ისრაელის სახელმწიფოს განუყოფელ ნაწილად ვაქცევთ, – ამის შესახებ ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა.

სმოტრიჩი ამბობს, რომ მან ღაზის სექტორის ნაწილების ანექსიის შესაძლებლობა ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ ეიალ ზამირთან განიხილა ქნესეთის კონფერენციაზე, სახელწოდებით „ღაზის რივიერა – ხედვიდან რეალობამდე“.

„შტაბის უფროსმა გასულ კვირას გვითხრა, რომ უსაფრთხოებისთვის ანექსია აუცილებელია. მე ნამდვილად მჯერა, რომ აქ უზარმაზარი შესაძლებლობაა. ჩვენ შეგვიძლია, დავიწყოთ ჩრდილოეთის საზღვრიდან და იქ სამი თემი შევქმნათ. ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ამაზე. ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, რათა ღაზა აყვავებულ ზოლად, კურორტულ ზონად გადავაქციოთ, სადაც დასაქმება იქნება შესაძლებელი. ასე უნდა დაამყარო მშვიდობა”, – განაცხადა ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა.

თარგმანი: პირველი არხი