ვულკანური აქტივობის გაზრდის გამო ისლანდიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

სეისმოლოგების ცნობით, ამოფრქვევა უახლოეს დღეებში ან თუნდაც საათებში უნდა იყოს მოსალოდნელი.

მიწისძვრების სერიის შემდეგ, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკიდან 40 კილომეტრში მდებარე ქალაქ გრინდავიკში მიწაში მრავალკილომეტრიანი ბზარები გაჩნდა. ამ ტერიტორიაზე ლავის ამოფრქვევაც მოსალოდნელია.

ქალაქის ოთხი ათასი მცხოვრებელი ევაკუირებულია.

მეცნიერები შიშობენ ადგილობრივი გეოთერმული ელექტროსადგურის უსაფრთხოებაზე, რომელიც ენერგიით ამარაგებს რეიკიანესის ნახევარკუნძულის 30000 მცხოვრებს. ასევე დაიხურა და ევაკუირებული იქნა სპა კურორტი Blue Lagoon, ქვეყნის ერთ-ერთი ტურისტული ატრაქციონი.

რეიკიანესის ნახევარკუნძული არის სეისმურად ყველაზე აქტიური ტერიტორია ისლანდიაში.

წინა მიწისძვრები აქ 2022 წლის აგვისტოში და მიმდინარე წლის ივლისში მოხდა.

ისლანდიაში სულ 33 აქტიური ვულკანური სისტემაა.