ირანის მინისტრთა კაბინეტმა საგარეო საქმეთა მინისტრის დაღუპვის შემდეგ მისი მოვალეობის შემსრულებლად, მინისტრის მოადგილე ალი ბაგერი კანი დანიშნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პრეზიდენტის პოსტს სავარაუდოდ პირველი ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ მოხბერი დაიკავებს. ირანის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გარდაცვალების შემთხვევაში პირველი ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობას 50 დღით იკავებს.

სახელმწიფო მედიასთან საუბრისას, მოჰამედ მოხბერიმ აღნიშნა, რომ ისინი პრეზიდენტ რაისის გზას გაჰყვებიან „დაკისრებული მოვალეობების შეუფერხებლად შესრულებაში.