ამერიკელი მილიარდერის, Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებლის, ილონ მასკის თქმით, ეს ეთანხმება უკრაინის დახმარებას, მაგრამ არა ამერიკული ინტერესების საზიანოდ.
"უკრაინის დახმარებას ვეთანხმები, მაგრამ ამერიკის საქმეები ცალსახად პრიორიტეტულია",- წერს მასკი.
ბიზნესმენს არაერთხელ დაუყენებია ეჭვქვეშ აშშ-ს მიერ უკრაინის დახმარების მიზანშეწონილობა. რამდენიმე დღის წინ მასკმა თავის გვერდზე ვოლოდიმირ ზელენსკის დამცინავი ე.წ. მიმი გამოაქვეყნა.