მილიარდერი და აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი ილონ მასკი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ტოვებს. მან დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა.
"ჩემი, როგორც სპეციალური საჯარო მოხელის, ვადა იწურება. მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იმისთვის, რომ მომცა შესაძლებლობა, შემემცირებინა უსარგებლო ხარჯები", - დაწერა მან X-ში.
მანამდე მასკმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო ტრამპის "დიდი და ლამაზი" საგადასახადო და ბიუჯეტის კანონპროექტით.
მისი თქმით, კანონი ხარჯების შემცირების მცდელობებს ძირს უთხრის და ბიუჯეტის დეფიციტს უფრო გაზრდას იწვევს.