აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფორუმზე სახელწოდებით "ახალი მსოფლიო წესრიგის წინაშე" საქართველოსთან დაკავშირებით ისაუბრა. 

"ევროპულ კომისიაში საქართველოს საშინაო პროცესისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს კოლონიალისტურ მიდგომას ჰგავს. ისინი ცდილობენ, ქართველი ხალხის ნებას კოლონიალური წარსულის პრიზმიდან შეხედონ. საქართველოს ხალხმა იცის, რომ ჩვენ მათთან ვართ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობამაც იცის. საქართველოს შიდა პრობლემები ქართველი ხალხის და არა ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ უნდა იყოს მოგვარებული," - განაცხადა ილჰამ ალიევმა.