"საქართველოსთან ურთიერთობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ხალხის წარსული ისტორიული კავშირებიდან, ჩვენი საერთო წარსულიდან გამომდინარე" - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ფორუმზე სახელწოდებით "ახალი მსოფლიო წესრიგის წინაშე" ისაუბრა.
"ნამდვილად, საქართველოსთან ურთიერთობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ხალხის წარსული ისტორიული კავშირებიდან, ჩვენი საერთო წარსულიდან გამომდინარე. საქართველომ და აზერბაიჯანმა ურთიერთგაგების, პარტნიორობის, მეგობრობის ძალიან მაღალი სტანდარტი ჯერ კიდევ იმ დროიდან აჩვენებს, როდესაც თავისუფლები და დამოუკიდებლები არ იყვნენ. რეალურად, მათ მოახერხეს, გადაექციათ სამხრეთ კავკასიის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად. ეს მხოლოდ ჩვენ - საქართველომ და აზერბაიჯანმა გავაკეთეთ, რომლებიც მდებარეობენ ორ ზღვას - კასპიისა და შავ ზღვას შორის. ჩვენ ერთმანეთის კარიბჭე ვართ სხვადასხვა რეგიონთან და კონტინენტებთან დასაკავშირებლად.
დარწმუნებული ვარ, პერსპექტივები იქნება ისეთივე ნათელი, როგორც ჩვენი აწმყო, რომელიც არის ბოლო მოვლენებს შორის და რომელიც მიუთითებს მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობაზე ორ ქვეყანას შორის.
მე ვახსენებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს არჩევნების შემდეგ და ჩვეულებრივ, პირველ ვიზიტს არჩევნების შემდეგ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, პირველი ვიზიტი იყო აზერბაიჯანში და ასევე, ჩვენ ველოდებით მალე პრეზიდენტის პირველ ვიზიტს, მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდა.
ასე რომ, ეს ორი ფაქტი ჩვენი ურთიერთობების, ერთგულებისა და მეგობრობის ნათელი მაჩვენებელია.
რა თქმა უნდა, ბევრი შეიძლება ვისაუბროთ იმ პროექტებზე, რომელიც გვაერთიანებს. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი ხალხებისა და ქვეყნებისთვის, არამედ გეოგრაფიისთვისაც. მითუმეტეს, ახლა, როდესაც ვამატებთ მწვანე დღის წესრიგს, რომელიც უკვე განვიხილეთ. ეს არის მწვანე კორიდორი აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის," - განაცხადა ილჰამ ალიევმა.